ჯესიკა ალბა გახლავთ ამეიკელი მსახიობი და მოდელი. სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგული ბანაკი“ და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“. პოპულარობა მოიპოვა
ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში“ შესრულებული როლით. განსაკუთრებით
ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი , „ცოდვის ქალაქი“ ,
„ფანტასტიკური ოთხეული“ , „ფანტასტიკური ოთხეული 2“.
ჯესიკას უამრავი აღიარება აქვს მოპოვებული როგორც სექსსიმბოლოს: 2001 წელს ჟურნალ „Maxim“-ის „Hot 100“-ის რეიტინგში დაიკავა პირველი ადგილი, 2006 წელს გაიმარჯვა ვებსაიტ
AskMan.com-ის გამოკითხვაში „99 ყველაზე სასურველ ქალი“, ხოლო 2007 წელს
ჟურნალ „FHM“-ის გამოკითხვაში „100 ყველაზე სექსუალური ქალი“. 2006 წელს
ჯესიკას სურათი ყველაზე პოპულარული მამაკაცების ჟურნალის, „Playboy“-ის
მარტის ნომრის გარეკანზე იყო განთავსებული. როგორც მსახიობი ჯესიკა ძალიან
ბევრი კინოპრემიის ლაურეატი და ნომინანტია, რომელთა შორის ყველაზე
მნიშვნელოვანი ოქროს გლობუსის 2001 წლის ნომინაციაა. ჯესიკა ალბა ქალაქ პომონაში , მარკ ალბას და კეტრინ იენსენის ოჯახში დაიბადა. ჯესიკას დედას აქვს დანიური და ფრანკო-კანადური სისხლი, მამა კი მექსიკელია.
ჯესიკას ჰყავს უმცროსი ძმა ჯოშუა. ჯესიკას მამა სამხედრო-საჰაერო ძალებში
მსახურობდა, რის გამოც ოჯახი იძულებული იყო ჯერ ბილოქსიში , შემდეგ კი დელ რიოში ეცხოვრათ, სანამ კალიფორნიაში უკან დაბრუნდებოდნენ. მომავალი მსახიობი ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა: ორჯერ გადაიტანა ატელექტაზი, პნევმონიით
კი 4–5 ჯერ ავადდებოდა წელიწადში. ამის გამო ჯესიკა სკოლაში იშვიათად
დადიოდა და თანატოლ ბავშვებთან ურთიერთობაც უჭირდა. როდესაც ოჯახი
კალიფორნიაში დაბრუნდა, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
მაქს გევარას როლის შესრულების შემდეგ ჯესიკა მთავარ როლზე მიიწვიეს ფილმში „ინტიმური ლექსიკონი“, რასაც ქორეოგრაფ ჰანი დენიელსის როლი მოჰყვა ფილმში „ჰანი“, ამ უკანასკნელი როლის შემდეგ ჯესიკამ საბოლოოდ განიმტკიცა ვარსკვლავის სტატუსი. 2005 წელს ფრენკ მილერმა, რობერტ როდრიგესმა და კვენტინ ტარანტინომ ნამდვილი ვარსკვლავთკრებული მოიწვიეს ფილმისთვის „ცოდვის ქალაქი“, ბრიუს უილისის, მიკი რურკის, კლაივ ოუენის, ბენისიო დელ ტოროს, როსარიო დოუსონის, ბრიტანი მერფის და სხვა ვარსკვლავების კამპანიაში ჯესიკამ ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი და ეგზოტიკური სტრიპტიზიორის ნენსი კალაჰანის როლის შესრულებისთვის კრიტიკოსებისგან შექება დაიმსახურა. ამავე წელს სიუ შტორმის, უჩინარი ქალის როლი შეასრულა ცნობილი კომიქსის ეკრანიზაციაში „ფანტასტიკური ოთხეული“ და ბაჰამელი გოგონას როლი სათავგადასავლო ფილმში „სიღრმეში“. უკანასკნელ ორ ფილმში მას პარტნიორობას სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად კრის ევანსი და პოლ უოკერი უწევდნენ.
2006 წელს ჯესიკა MTV Movie Awards დაჯილდოების ცერიმონიის წამყვანი იყო და ერთი ჯილდო თავად მიიღო ყველაზე სექსუალური წარმოდგენის შესრულებისთვის ფილმიდან „ცოდვის ქალაქი“, ხოლო ცერემონიალზე პატარა პაროდიები შეასრულა ფილმებისთვის: „კინგ–კონგი“, „შეუსრულებელი მისია 3“ და „და ვინჩის კოდი“.

2007-2008 წლები ჯესიკასთვის მეტად პროდუქტიული გამოდგა. ამ პერიოდში
მისი მონაწილეობით ოთხი კომედიური ჟანრის ფილმი გამოვიდა ეკრანებზე: „ათი“,
უინონა რაიდერთან ერთად; „წარმატებები ჩაკ“; „გაიცანით ბილი“; „სექს-გურუ“, ჯასტინ ტიმბერლეიკთან
ერთად. ამავე წელს ითამაშა მისტიკურ ტრილერში „ნარკოზი“ და „ფანტასტიკური
ოთხეულის“ გაგრძელებაში. 2007 წლის ბოლოს გამოვიდა საშინელებათა ფილმი
„თვალი“, ჩინური ფილმის ჰოლივუდური რემეიკი, რომელშიც ალბას თამაშმა
კრიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რისი ნათელი დადასტურებაც
იყო, რომ ალბას Teen Choice Awards-ის საშინელებათა ფილმების საუკეთესო
მსახიობი ქალის ჯილდო გადაეცა, მეორე მხრივ კი ოქროს ჟოლოზე წარადგინეს როგორც წლის ყველაზე ცუდი მსახიობი.
2010 წლის 12 თებერვალს გამოვიდა რომანტიკული კომედია „წმინდა ვალენტინის დღე“, სადაც ალბა თამაშობდა ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან ჯულია რობერტსი, ეშტონ კაჩერი, ჯენიფერ გარნერი, ბრედლი კუპერი, ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ბილი
და სხვები. მალევე რობერტ როდრიგესის და ჯესიკა ალბას კიდევ ერთი
თანამშრომლობის ნაყოფი „მაჩეტე“ იხილა მაყურებელმა, ფილმში ჯესიკასთან
ერთად მიშელ როდრიგესი, სტივენ სიგალი, ლინდსი ლოჰანი და თვით რობერტ დე ნირო
იყვნენ დაკავებული. წლის მიწურულს ეკრანზე გამოვიდა კომედია „პატარა
ფოკერები“ სადაც ალბა კიდევ ერთხელ შეხვდა რობერტ დე ნიროს და ჰოლივუდის
სხვა მეტრებს დასტინ ჰოფმანს და ბარბრა სტრეიზანდს, ასევე ცნობილი კომიკოსებს ბენ სტილერს და ოუენ უილსონს.
No comments:
Post a Comment