,,ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ არამედ იმ სიყვარულის გამო რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ"- წერდა ლევ ტოლსტოი და ეს სიყვარული დიდ მწერალსა და რეალიზმის მიმდევარს არა მხოლოდ სიცოცხლეში არამედ გარდაცვალების შემდეგაც არ მოჰკლებია. მეტიც, ლევ ტოლსტოი დღესაც ერთ-ერთ ბუმბერაზ მწერლად ითვლება და არა მხოლოდ თავის სამშობლოში.
მის კალამს ეკუთვნის ,,ანა კარენინა", რომელიც მთელს მსოფლიოში იმდენად პოპულარულია რომ ამ რომანის მიხედვით ოცზე მეტი ფილმი გადაიღეს. ნაწარმოები მაღალი წრის ქალბატონზე მოგვითხრობს, რომელსაც სრული ბედნიერებისათვის თითქოს ყველაფერი აქვს - სიმალაზე,ჰყავს საზოგადოებაში აღიარებული მეუღლე და ნიჭიერი შვილი, თუმცა იგი მაინც უბედურია. მოულოდნელად კი ანას ცხოვრებაში ჩნდება კაცი, რომელიც თავდაყირა აყენებს მის ცხოვრებას, ეს გახლავთ ბრწყინვალე ოფიცერი, ალექსეი ვრონსკი.


