,,ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ არამედ იმ სიყვარულის გამო რომელიც მათ მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ"- წერდა ლევ ტოლსტოი და ეს სიყვარული დიდ მწერალსა და რეალიზმის მიმდევარს არა მხოლოდ სიცოცხლეში არამედ გარდაცვალების შემდეგაც არ მოჰკლებია. მეტიც, ლევ ტოლსტოი დღესაც ერთ-ერთ ბუმბერაზ მწერლად ითვლება და არა მხოლოდ თავის სამშობლოში.
მის კალამს ეკუთვნის ,,ანა კარენინა", რომელიც მთელს მსოფლიოში იმდენად პოპულარულია რომ ამ რომანის მიხედვით ოცზე მეტი ფილმი გადაიღეს. ნაწარმოები მაღალი წრის ქალბატონზე მოგვითხრობს, რომელსაც სრული ბედნიერებისათვის თითქოს ყველაფერი აქვს - სიმალაზე,ჰყავს საზოგადოებაში აღიარებული მეუღლე და ნიჭიერი შვილი, თუმცა იგი მაინც უბედურია. მოულოდნელად კი ანას ცხოვრებაში ჩნდება კაცი, რომელიც თავდაყირა აყენებს მის ცხოვრებას, ეს გახლავთ ბრწყინვალე ოფიცერი, ალექსეი ვრონსკი.
მისი პიროვნება კი ახალია ქალისთვის, სიახლე კი ყოველთვის მიმზიდველია. ვრონსკისა და კარენინას ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდებათ და საკუთარი გრძნობების გარდა ივიწყებენ იმ ელიტურ გარემოსაც რომლის მარყუჟებშიც ძალაუნებურად არიან მოქცეულნი. თუმცა მათი სიყვარული ისევე სწრაფად უახლოვდება დსასრულს როგორც დაიწყო. მათმა სიყვარულმა მალევე ამოიწურა თავი. აღარაფერი დარჩა სიკვდილის გარდა, რადგან ანა მუდამ ტრაგიზმისკენ იყო მიდრეკილი. ანა ყველაფერს ტოვებს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
ეს წიგნი ადამიანმა ცხოვრების სამ ეტაპზე უნდა წაიკითხოს ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და მაშინ როდესაც ოჯახს შექმნის,რათა ზუსტად მიხვდეს ანას მიერ გადადგმულ თითოეული ნაბიჯი.
ანა კარენინას გაორებული სული ისეთი სიმძაფრით წარმოაჩინა მწერალმა, რომ ერთ-ერთმა მკითხველამა მას ბრალი დასდო, ეს ნაწარმოები ალბათ რომელიმე ქალ-მწერალს მოპარა თორემ მამაკაცს როგორ შეეძლო ქალის სულიერი ტკივილისა და განცდების ასე აღწერაო.

No comments:
Post a Comment