Wednesday, October 8, 2014

ერნესტო ჩე გევარა ,,მოტოციკლისტის დღიური"


,,ჩე გევარა XX  საუკუნის ყველაზე სრულყოფილი ადამიანია"- ამ სიტყვებით მოიხსენიებს ერნესტო რაფაელ გევარა დელა სერნას ფრანგი ეგზისტენციალისტი ჟან-პოლ სარტრი. ჩე გევარა ანუ უბრალოდ ჩე, როგორც მას კუბაში ეძახდნენ, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია. ის იყო კუბური რევოლუციის მეთაური ფიდელ კასტროსთან ერთად. სიკვდილის შემდეგ კი იგი რევოლუციური მოძრაობის სიმბოლო გახდა.

ჩეს ეკუთვნის წიგნი ,,მოტოციკლისტის დღიური", რომლის ავტორიცა და მთავარი პერსონაჟიც  თავად გახლავთ. მან ეს დღიური სტუდენტობის პერიოდში დაწერა. სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსის სტუდენტს ბეზრდება სწავლა და სამხრეთ ამერიკის გარშემო  იწყებს მოგზაურობას, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად. მათ ჰყავთ მოტოციკლეტი ,,დევგმირი", რომელსაც როსინანტს უწოდებენ.
მოგზაურობის დროს ჩე ბევრ უსამართლობას გადაეყრება, რომანტიკოსი ახალგაზრდისთვის კი ამის ყურება ძალიან ძნელია. ერნესტოს დაუოკებელი ზიზღი ჰქონდა ყველას მიმართ, ვინც ადამიანებს მონურ მდგომარეობაში აგდებდა.შეიძლება სწორედ ამ მოგზაურბის დროს  ჩაისახა მასში რევოლუციონერი.
ამ წიგნის წაკითხვისას ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ავტორის მსოფლმხედველობა. მოგზაურობის დასაწყისში ის პოეზიით გატაცებული რომანტიკოსია, ხოლო მოგვიანებით კი ის უფრო აგრესიული და მიზანმიმართული ხდება. წიგნის დასასრული გვიტოვებს იმის განცდას, რომ მისი ავტორი სიტყვებს ჰაერში არ ისვრის  და ის აუცილებლად  განახორციელებს თავის იდეებს, რომელიც მოგზაურობის პერიოდში გაუჩნდა.
,,ადამიანები უმეცარნი არიან, განათლებას იღებენ მაშინ, როდესაც ხელში ჩაიგდებენ ძალაუფლებას. მანამ მათ შეუძლიათ ისწავლონ საკუთარი შეცდომების ხარჯზე, რაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. შესაძლოა ისინი არც ისე უდანაშაულო ადმაიანები არიან, რადგან ჩაიდინეს უდიდეი დანაშაული ბუნების წინაშე - ვერ შეძლეს ადაპტაცია".

No comments:

Post a Comment