![]() |
,,ჩემთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ მე და შენ ამ მომენტში ვარსებობთ“.
ეს სიტყვები ეკუთვნის არაჩვეულებრივ კოლუმბიელ მწერალს, გაბრიელ გარსია
მარკესს, როგორც იტყვიან გაბოს. იგი ყველა თაობის საყვარელი შემოქმედი
გახლავთ, თუმცა იგი უფრო ცნობილია თავისი რომანებით, როგორებიცაა
„მარტოობის ასი წელიწადი“ , „პატრიარქის შემოდგომა“ და „სიყვარული
ჟამიანობის დროს".„მარტოობის ასი წელი“ გაბრიელ გარსია მარკესის საუკეთესო ნაწარმოებია,
რომელმაც ფინანსური კატასტროფის პირას მყოფ მწერალს იმედები გაუმართლა და
გაკოტრებას გადაარჩინა. გაბო აღწერს ერთი ოჯახის ისტორიას, რომლის უხუცესიც ქალაქს აარსებს, მისი შთამომავლები კი, აურელიანოები, ამ ქალაქში მოღვაწეობენ.
რომანში მოთხრობილია უამრავი საინტერესო ისტორია, რომელთაგან ზოგი
ერთმანეთის პარალელურად, ზოგი კი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება.
თუმცა კავშირი დამოუკიდებელ სიუჟეტებს შორისაც იკვეთება, რადგან
ნაწარმოების მთავარი გმირები ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან. ოჯახისა,
რომლის პატრიარქიც, ქალაქის დამაარსებელი ხოსე არკადიო ბუენდია დიდი ხანია
გაგიჟდა და მისივე აგებული სახლის ეზოში ხეზე მიბმული გდია, დაუღალავი
დიასახლისი, უბერებელი ურსულა კი პოზიციებს არ თმობს და
ენერგიულად ემსახურება საკუთარ ოჯახს, რომელიც მუდმივად მრავლდება.
დრო გადის, ქალაქის ძლერდება და პოლიტიკური ცხოვრების ქარცეცხლის ცენტრშიც ექცევა. პოლკოვნიკმა აურელიანომ კი „საკუთარი უსაზღვრო ძალაუფლების მარტოობაში ჩაკარგულმა, მიმართულებაც დაკარგა“.
საბოლოოდ, მარტოობის ასი წელი მარტოსული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული
ოჯახის ტრაგიკული, უცნაური, ამაზრზენი, სისხლიანი ისტორიაა. ადამიანებისა,
რომელთა სულშიც მარტოობას ყველაზე დიდი ადგილი უკავია.
ამ წიგნის წაკითხვით შეძლებთ დაფიქრდეთ თუ, რამდენად ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას მარტოსულობა, რა სიმძაფრით შეუძლია მას პიროვნების სულში გაღვივება.

No comments:
Post a Comment