Tuesday, February 3, 2015

მადონა ლუიზა ჩიკონე


მადონა ლუიზა ჩიკონე იგივე მადლონა გახლავთ ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი და კომპოზიტორი, მოცეკვავე, მუსიკალური- და კინოპროდიუსერი და მსახიობია. ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებითა და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის გამოყენებით. ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ. მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად“ დაასახელა, ხოლო 2007 წელს, იგივე „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა" და მუსიკალურმა ჟურნალმა „ბილბორდმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად“ აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერეს  „მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე“  მისმა მსოფლიო ტურნემ „Confessions Tour“-მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.
მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო „ტონი“ ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამისშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).
ის დეტროიტის პერიფერიებში — პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე — ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.
მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს — ქრისტოფერ ფლინს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო.1982 წელს მადონამ შეერთებულ შტატებში, ხმისჩამწერ კომპანია „საია რეკორდსთან“ (ახალი ტალღის ლეიბლი, რომელიც „უორნერ ბრაზერს რეკორდსს“ ეკუთვნოდა) სინგლების გამოშვებაზე კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ მას თითო სიმღერისთვის 5 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მადონას პირველმა სინგლმა „Everybody“, რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და რომლის პროდიუსერიც მარკ კამინსი იყო, „ბილბორდის“ საუკეთესო საცეკვაო და საკლუბო მუსიკის ჰიტ-აღლუმების ლიდერად იქცა, თუმცა იმავე „ბილბორდის“ საუკეთესო ასეულში ვერ მოხვდა. ამ სიმღერას ასევე აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზ რადიოსადგურები გადასცემდნენ, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ მადონა შავკანიანი მუსიკოსი იყო. 1983 წელს გამოსულმა ორმხრივმა 12-ინჩიანმა ვინილის სინგლმა, რომელშიც შესული იყო „Burning Up“ და „Physical Attraction“, აშშ-ს საცეკვაო მუსიკის ჰიტ-აღლუმების სათავეები დაიპყრო. ამ შედეგებმა „საია რეკორდსის“ ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ ალბომის გამოშვება უნდა დაეფინანსებინათ.

დევიდ გუეტა


დევიდ გუეტა გახლავთ ფრანგი მუსიკოსი, რომლეიც  1967 წლის 7 ნოემბერს დაიბადა. მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იცნობენ, როგორც გემოვნებიანი მუსიკის შემსრულებელს. გადაკვირია თუმცა მისი წარმატება ხშირად მოჰყავთ ცხოვრებისეული მაგალითის საჩვენებლად.13 წლის ასაკში დევიდმა პირველი ვინილის მიქსების გაკეთება დაიწყო. 17 წლის ასაკში, ის  პარიზის კლუბში Broad ის უკვე დიჯეიდ მუშაობდა. 1988-1990 წწ. ჰაუს მუსიკას მიქსავდა ”რადიო ნოვაში”, ხოლო, 2005-ში, მისი სინგლი "The World Is Mine" ევროპის საცეკვაო ჩარტების სათავეებში მოექცა. ის ასევე ჩნდება ლ'ორეალის თმის კრემის რეკლამაში. მისი ხშირი თანამდევია მომღერალი კრის უილისი. 2005 წლის 13 აგვისტოს, დავიდ გუეტა კრიმფილდსის ესპანურ ფესტივალზე გამოვიდა, ისეთი არტისტების მხარდამხარ, როგორებიცაა The Chemical Brothers და კარლ კოქსი. უკვე მოგვიანრბით, 2003 წელს დევიდ გუეტამ დიდხნიანი მოლაპარაკების შემდეგ დევიდ ბოუისთან, მისი ჰიტის ”Heroes” გარემიქსებული ვერსია შექმნა და სიმღერას სახელწოდებაც შეუცვალა და ”Just For One Day” დაარქვა. გუეტა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი საფრანგეთის საზღვრებს გარეთ, როცა ირონიული სახელწოდებების მქონე საღამოების მოწყობა დაიწყო, მას Fuck Me I’m Famous ერქვა. ორიგინალურმა კონცეფციამ კი ყველა ”დააბა”, დაწყებული კეიტ მოსით და პენელოპა კრუზით დამთავრებული Puff Diddy-თ. მალევე გუეტამ გამოუშვა კრებული, რომელშიც 16 კომპოზიცია შედიოდა, აქედან ორი იყო გუეტას დაწერილი. კრებულს ასევე პროვოკაციული სახელწოდება Fuck Me I'm Famous ჰქონდა და ის მილიონიანი ტირაჟით მარტო საფრანგეთში გაიყიდა.
დევიდ გუეტა მალევე გახდა მოთხოვნადი პერსონა, მას სათანამშრომლოდ იწვევენ Cassius, კაილი მინოუგი და ჯორჯ მაიკლი, აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საღამოებს ის ლეგენდარულ ბობ სინკლერთან ერთად მართავს. 2004 წელს გამოვიდა მეორე სტუდიური ალბომი "Guetta Blaster", რომელიც ადრე გამოშვებულ სინგლებს "Money" და "Stay” შეიცავდა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა JD Davis-მა, ჯეიმს პერიმ და Stereo MC's-მა მიიღეს. 2009 წლის 16 ივნისს ჯგუფმა Black Eyed Peas დევიდ გუეტას პროდიუსერობით სინგლი ”I Gotta Feeling” გამოუშვა თავისი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომიდან The E.N.D. სინგლმა 17 ქვეყნის ჩარტის სათავე დაიპყრო, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში კი ის ყველაზე მეტჯერ ჩამოტვირთვადი სიმღერა გახდა. მოგვიანებით ეს სიმღერა 2009 წლის საუკეთესო სინგლად დასახელდა NRJ Music Awards-ის რეიტინგში.

Sunday, February 1, 2015

მონიკა ანა მარია ბელუჩი

Monica Bellucci, Women's World Awards 2009 b.jpg

მონიკა ანა მარია ბელუჩი გახლავთ იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი. მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი იყო სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი — პროფესიით მხატვარია. 13 წლიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლიდან მუშაობდა მოდელად „Liceo Classico“-სთან. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. 1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა „Elite Model Management“-თან. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. იმ დროისათვის იგი პოზიორობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა „Dolce & Gabbana“. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან „ELLE“. 2000 წლიდან ბელუჩის ფოტოსურათები იბეჭდებოდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალში. 2003 წელს ბელუჩი გახდა პოპულარული ჟურნალის „Maxim“-ის სახე. იმ პერიოდში წარმატებებს მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო როგორც იტალიის სექს-სიმბოლო. სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ბელუჩიმ კინემატოგრაფშიც დაიწყო მოღვაწეობა. სწორედ მოდელის კარიერამ მიიყვანა ბელუჩი კინოში. 

ჯესიკა ალბა

Jessica Alba SDCC 2014.jpg

ჯესიკა ალბა გახლავთ ამეიკელი მსახიობი და მოდელი. სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგული ბანაკი“  და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“. პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში“  შესრულებული როლით. განსაკუთრებით ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი , „ცოდვის ქალაქი“ , „ფანტასტიკური ოთხეული“ , „ფანტასტიკური ოთხეული 2“.
ჯესიკას უამრავი აღიარება აქვს მოპოვებული როგორც სექსსიმბოლოს: 2001 წელს ჟურნალ „Maxim“-ის „Hot 100“-ის რეიტინგში დაიკავა პირველი ადგილი, 2006 წელს გაიმარჯვა ვებსაიტ AskMan.com-ის გამოკითხვაში „99 ყველაზე სასურველ ქალი“, ხოლო 2007 წელს ჟურნალ „FHM“-ის გამოკითხვაში „100 ყველაზე სექსუალური ქალი“. 2006 წელს ჯესიკას სურათი ყველაზე პოპულარული მამაკაცების ჟურნალის, „Playboy“-ის მარტის ნომრის გარეკანზე იყო განთავსებული. როგორც მსახიობი ჯესიკა ძალიან ბევრი კინოპრემიის ლაურეატი და ნომინანტია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს გლობუსის 2001 წლის ნომინაციაა. ჯესიკა ალბა ქალაქ პომონაში , მარკ ალბას და კეტრინ იენსენის ოჯახში დაიბადა. ჯესიკას დედას აქვს დანიური და ფრანკო-კანადური სისხლი, მამა კი მექსიკელია. ჯესიკას ჰყავს უმცროსი ძმა ჯოშუა. ჯესიკას მამა სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა, რის გამოც ოჯახი იძულებული იყო ჯერ ბილოქსიში , შემდეგ კი დელ რიოში ეცხოვრათ, სანამ კალიფორნიაში უკან დაბრუნდებოდნენ. მომავალი მსახიობი ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა: ორჯერ გადაიტანა ატელექტაზი, პნევმონიით კი 4–5 ჯერ ავადდებოდა წელიწადში. ამის გამო ჯესიკა სკოლაში იშვიათად დადიოდა და თანატოლ ბავშვებთან ურთიერთობაც უჭირდა. როდესაც ოჯახი კალიფორნიაში დაბრუნდა, მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

ნატალი პორტმანი

Natalie Portman Thor 2 cropped.png

ნატალი პორტმანი გახლავთ ამერიკელი ებრაელი მსახიობი. იგი დაიბადა იერუსალიმში, ისრაელში. მამამისი, ავნერ ჰერშლაგი ებრაელი ექიმია, დედამისი, ამერიკელი შელი სტივენსი კი ახლა მის აგენტად მუშაობს.დედის მხრიდან მისი წინაპრები იყვნენ ებრაელი ემიგრანტები ავსტრიიდან და რუსეთიდან, მამის მხრიდან კი ემიგრანტები პოლონეთიდან და რუმინეთიდან. მამის მხრიდან ნატალის ბაბუა, ვისი მშობლებიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ, იყო პროფესორი ეკონომიკურ კათედრაზე ისრაელსი და მისი რუმინელი დიდი ბებია კი მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთისთვის მომუშვე ჯაშუში.მისი დებიუტი შედგა 1994 წელს ფრანგულ ფილმ „ლეონში“, სადაც მსახიობი განასახიერებს ობოლ ბავშვს. 1990–იან წლებში მას წილად ხვდა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ლამაზი გოგონები“ და „ყველგან, მაგრამ არა აქ“. შემდეგ კი შეასრულა პადმე ამიდალას როლი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ტრილოგიაში. 1999 წელს მან ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 2003 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი.
2001 წელს პორტმანმა მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკის სახალხო თეატრის სპექტაკლში „თოლია“ მერილ სტრიპთან, კევინ კლაინთან და ფილიპ სეიმორ ჰოფმანთან ერთად. 2005 წელს ის ნომინირებული იყო ოსკარზე და მოიგო ოქროს გლობუსი ფილმში „სიახლოვე“ განსახიერებული მეორეხარისხოვანი როლისთვის. მან გადაიპარსა თავი და ისწავლა ბრიტანული აქცენტით საუბარი ფილმისთვის „V ნიშნავს ვენდეტას“ (2006), რისთვისაც მან დაიმსახურა Constellation Award for Best Female Performance და Saturn Award for Best Actress. მან ითამაშა ისტორიულ დრამებში „გოიას ლანდები“ (2006) და „კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ (2008). 2008 წლის მაისში ის გახდა კანის კინოფესტივალის ჟიურის ყველაზე ახალგაზრდა წევრი რიგით 61-ე დაჯილდოებაზე. პორტმანის სარეჟისორო დებიუტმა, „ივი“, გახსნა ვენეციის კინოფესტივალის 65-ე დაჯილდოების მოკლემეტრაჟიან ფილმთა კონკურსი.